შაქარაშვლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა დიჯეიმ არ დაასახელა ვინ მიაყენა დაზიანებები

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა დღეს კონსტანტინე ღიბრაძის დაკითხვით განახლდა. მოწმის სახით დაკითხულმა დიჯეიმ არ დაასახელა ვინ მიაყენა დაზიანებები.

როგორც სხდომიდან გამოსულმა ღიბრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას დაზიანებებზე პრეტენზია არ აქვს და სასამართლოზე არც ერთი პირი, მათ შორის არც ნიკა ჟვანია არ დაუსახელებია.

“რაც პირველ და მეორე ჩვენებებში მეწერა, სასამართლოზეც ის ვთქვი. არც იქ ვსაუბრობდი კონკრეტულად ვინ არიან ის პიროვნებები, ან რამე პრეტენზია მაქვს თუ არა ჩემი დაზარალებუალობის შესახებ. ჩემს დაზარალებულობაზე და ჩემს პრეტენზიებზე როგორ ვისაუბრო, როცა ასეთი ამბავია მომხდარი. ჩემი აზრით სწორი არ არის” – განაცხადა კონსტანტინე ღიბრაძემ.

გუშინ სასამართლოს ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა განუმარტა, რომ დაინახა ნიკა ჟვანიამ რკინის ხელკეტით როგორ მიაყენა დაზიანებები კონსტანტინე ღიბრაძეს. აღნიშნული ჟურნალისტებს საქმის პროკურომა განუცხადა. გიგა ტატიაშვილი ბრალდებულის სტატუსითარის დაკავებული,  პროკურატურა მას ძალადობის ორგანიზების მუხლს ედავება.

You may also like

Leave a Reply