განიხილავს თუ არა ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ნაწილს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?

ამ წუთებში მცხეთის რაიონის საქალაქო სასამართლოში 11 სრულწლოვანი ბრალდებულის ბოლო წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღეს გადაწყდება გადაეცემა თუ არა საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად ძალადობის, ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონოდ აღვეთის ნაწილში.

დღესვე ცნობილი გახდება განიხილავს თუ არა გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. აღნიშნულ ბრალს პროკურატურა “ტოიოტა კამრიში” მჯდარ 6–ვე პირს ედავება, მათგან ოთხმა – ვახტანგ ჩიქოვანმა, არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვასილ მახარაძემ უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცეს, ხოლო აღნიშნულ მუხლში ბრალდებულ არასრულწლოვანებს ზ.ხ–სა და ა.ქ.–ს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე კითხვა არ დაესმით.

როგორც ადვოკატები ამბობენ, აღნიშნული 4 ბრალდებულიდან სამი  – ვახტანგ ჩიქოვანი არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი ითხოვენ, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები ამას დღევანდელ სხდომაზეც იტყვიან და საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცემა, საქმის განხილვა მცხეთიდან გორის სასამართლოში გადაინაცვლებს.

დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მატი დაცვის ქვეშ მყოფნი უნდობლობას უცხადებენ სასამართლოს. დაცვის მხარის თქმით, პროკურატურას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ნაწილშიც არ შეუძლია რეალური მტკიცებულებების წარდგენა, ხოლო მისი მთავარი მოწმე ცრუ ჩვენებას აძლევს.

პროკურორის განცხადებით კი, მიუხედავად იმისა საქმეს განიხილავს მოსამართლე თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, განაჩენი მაინც გამამტყუნებელი დადგება.

“ტოიოტა კამრის” სამმა სრულწლოვანმა მგზავრმა, რომელთაც გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაშიც ედებათ ბრალი – ვახტანგ ჩიქოვანმა, არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა  – სისხლის სამართლის აღნიშნულ ნაწილში, 109–9ე მუხლში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უკვე თქვეს უარი. საქმის ამ ნაწილში არსებითი განხილვა უკვე დაიწყო. გუშინ, მცხეთის რაიონულ სასამართლოში შესავალი სიტყვა ბრალდების მხარემ წაიკითხა.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე