მდინარაძე: ვიდექით არჩევანის წინაშე – სახელმწიფო გექნება თუ არა, თუ სახელმწიფოს გააკრიტიკებენ 

"ვიდექით არჩევნის წინაშე: სახელმწიფო გექნება თუ არა და შენს სახელმწიფოს გააკრიტიკებენ თუ არა" - ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან აღნიშნული კომენტარით საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოხატულ უარყოფით რეაქციას უპასუხა.

მდინარაძის თქმით, ხელისუფლება დასავლეთისგან კრიტიკას ელოდა.

"საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაქციას, ბუნებრივია, ველოდით. მაგრამ როდესაც დგახარ არჩევანის წინაშე: სახელმწიფო გექნება თუ არა, თუ სახელმწიფოს გააკრიტიკებენ. უნდა თქვა, რომ სახელმწიფო უნდა გქონდეს ჯერ, შემდეგ კრიტიკასაც გაუძლო და შემდეგ იმ გზაზეც უნდა ვიაროთ, რასაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჰქვია. თუ სახელმწიფო არ გექნება და ნიკა მელია, ერთი თავისი განცხადებით და კანონიდან გასვლით ჩამოგიშლის ამ სახელმწიფოს, ვერც ევროპაზე იფიქრებ და ვერც ნატოზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *