ღარიბაშვილი: “მადლობა გომელაურსა და მთელ პოლიციას, ვამაყობ თქვენით”

"დღეს ჩვენ გავხდით მომსწრე იმისა, რომ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, ვართ ძლიერი სახელმწიფო" - ამ კომენტარით საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს დილით სპეცრაზმის მიერ ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისზე შტურმსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ყველაფერი ცივილურად მოხდა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა შს მინისტრსა და პოლიციას.

"ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი, დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის, რაც არის ევროპული, ამერიკული, თანამედროვე დემოკრატიების სტანდარტების შესაბამისი. მადლობა გომელაურს და მთელ პოლიციას, ვამაყობ თქვენით" - განაცხადა  ღარიბაშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *