საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით საფოსტო მარკის ესკიზი დამტკიცდა

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თავზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ იმ გმირებისთვის პატივის მისაგებად, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში გმირულად იბრძოდნენ და თავი შესწირეს სამშობლოს დამოუკიდებლობას, დაამტკიცა საქართველოს საფოსტო მარკის ესკიზი. შედეგად, უახლოეს მომავალში მიმოქცევაში გავა საფოსტო მარკა პირველი ქალი – საქართველოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის გამოსახულებით.

საქართველოს ეროვნული გმირი, წითელი ჯვრის მოწყალების და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან დაიღუპა 1921 წლის თებერვალში.

You may also like

Leave a Reply