ზურაბიშვილი: კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.

განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა, ზურაბიშვილი სამართალდამცველებს დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს.

“კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა!

ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს!

მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა!” – ნათქვამია განცხადებაში.

You may also like

Leave a Reply