337 ახალი შემთხვევა, 320 გამოჯანმრთელებული, 10 გარდაცვლილი – 26 თებერვლის კოვიდსტატისტიკა 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის  337 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ Stopcov.ge-ზე ​გამოქვეყნდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯამში საქართველოში 270 137-ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 320 პირი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა  264 047-ს მიაღწია.

უკანასკნელ 24 საათში კოვიდით ინფიცირებული კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსმა ჯამში საქართველოში 3 485 პირი იმსხვერპლა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 436 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 311 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 125 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 15, შიდა ქართლი – 21, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 33, კახეთი – 18, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 579, საიდანაც: 1 542 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 735, აჭარაში – 165, იმერეთში – 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 277 პირი, მათ შორის, თბილისში – 96, აჭარაში – 33, იმერეთში – 82. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი, მათგან თბილისში – 73, აჭარაში- 8, იმერეთში – 11. 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 107 – თბილისში, 54 – აჭარაში, 3 – იმერეთში. 870 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღეის მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 304 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 92, ხოლო აჭარაში – 86.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 970 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 879 პირი, აჭარაში – 443, იმერეთში – 633.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე