გარდაბანში აფეთქების შედეგად ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა 

გარდაბანში ერთერთ სკოლასთან, სავარაუდოდ, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქდა – შედეგად ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნები ძმები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.

წყარო: ფორმულა

You may also like

Leave a Reply