დღეიდან, პირველი მარტიდან ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ სტრუქტურული ერთეულები დამთვალიერებლებისთვის იხსნება.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება დამთვალიერებლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ICOM-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღებს.
დამთვალიერებლებს სტუმრობა შემდეგ მუზეუმებში შეეძლებათ:
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17
გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი;
თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქ. N4
კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი;
თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. N2
ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი;
თბილისი, დიმიტრი ბაქრაძის ქ. N10
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი;
თბილისი, მიხეილ ზანდუკელის ქ. N1
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი;
თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქ. N22
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N83/23
მიხეილ ჯავახიშვილის მემორიალური ბინა-მუზეუმი
თბილისი, მიხეილ ჯავახიშვილის ქ. N21
მუზეუმები ღიაა ყოველდღე, 10:00 საათიდან 18:30 საათამდე.