შარლ მიშელი: ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ სიტუაციის გასანეიტრალებლად

“ევროკავშირს სურს, დარჩეს საქართველოს გვერდით, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად” – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევრუპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მან საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ მხარეს მოუწოდა, იმუშაონ სიტუაციის გასანეიტრალებლად.

„ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც გამწვავებული კრიზისია. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირსაც და პირადად მეც. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. ჩვენი შეხვედრის დროს მოვუწოდებ ამ მოქმედებისკენ, პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ, დიალოგისკენ პოლიტიკურ მხარეებს შორის ოპოზიციასთან და მთავრობასთან. მე საშუალება მექნება, რომ შევხვდე და მქონდეს გულწრფელი საუბარი პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ვიცი, რომ პოლიტიკური დებატები საჭიროებს აუცილებლად „ლიდერშიფს“, ყველა მხარის ჩართულობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, ეს გამოწვევა მიიღოს და კონსოლიდირება მოახდინოს ამ დემოკრატიული ბაზების არამხოლოდ იმ კავშირში, რომელიც ევროპასთან აქვს, არამედ თვითონ თავისი დემოკრატიული ბაზების კონსოლიდაცია, რომ მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვა ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ ადამიანების სურვილები განხორციელდეს, პოლიტიკური სტაბილურობა შეიქმნას, რომელიც ღია დემოკრატიით იქნება გამყარებული, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით, რათა გამყარდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა. ეს მიზნები, რა თქმა უნდა, ჩვენი ასოცირების შეთანხმებაშია ასახული, რომელიც ძალიან ამბიციურია, ასახავს ევროპის მხარესაც და მოიცავს საქართველოს ვალდებულებებს. მინდა, აქ ყოფნით ვისარგებლო და გამოგიგზავნოთ მეგობრობის მესიჯი” – განაცხადა მიშელმა.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე