შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებს სოფელ ხურვალეთში ყოფნისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია დაინერგოს საჭირო რეფორმები, რომლებიც საჭიროა არა ევროპისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საკუთარი თვალით მენახა ადგილზე არსებული სიტუაცია. სწორედ ამიტომ ვარ აქ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ საკითხში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად შეინარჩუნონ სტაბილური ვითარება ადგილზე. ჩვენ ვიცით, რომ ვითარება არის საკმაოდ კომპლექსური და რთული ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავამყაროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ასევე მნიშვნელოვანია, დაინერგოს საჭირო რეფორმები, რეფორმები –  რომლებიც საჭიროა არა ევროპისთვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვის. – – განაცხადა შარლ მიშელმა.

მოგვიანებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა “ტვიტერზე” დაწერა:

„მავთულხლართებით ორად გაყოფილი სოფელი. ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის 2008 წლის ომის შემდეგ. ეს უნდა შეიცვალოს. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”.

You may also like

Leave a Reply