შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.შ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 თებერვალს, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბრალდებულმა ა.შ.-მ დანის გამოყენებით ორ პირს – 1993 წელს დაბადებულ ო.ი.-სა და 1982 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ა.შ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქმესთან დაკავშირებით გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები” – წერია შსს-ს განცხადებაში.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე