შსს-მ პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქციაზე 7 პირია დააკავა 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციაზე 7 პირი დააკავეს. დაკავებულთა რაოდენობას შინაგან საქმეთა სამინისტრო აკონკრეტებს. უწყების ცნობით, მათ აქტივისტები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს

„ამ დროისთვის დაკავებულია 7 ადამიანი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს“ –

როგორც აქტივისტები ამბობენ, პოლიციამ ისინი შეძახილების გამო დააკავა, ვინაიდან მათი შინაარსი მმართველი გუნდისთვის მიუღებელია.

“ბრძანება მიიღეს, რომ დაეჭირათ ხალხი. თითი დააწკაპუნა ღარიბაშვილმა და დაიჭირეს. მერე გამოუშვებენ და თავიდან დაიჭერენ. შეძახილების გარდა არაფერი მომხდარა სხვა. მონა დავუძახეთ ვიღაცას, ვისთვისაც არ უნდა დაგვეძახა და ამის მერე დაიწყეს დაკავებები”. – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

აქტივისტები პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირებასა და პარლამენტის დეპუტატებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავდნენ. საპროტესტო აქციები ოპოზიციამ გასულ კვირას დაგეგმა. მიმდინარე კვირაში კიდევ რამდენიმე პიკეტირების და აქციის გამართვაა დაგეგმილი.

You may also like

Leave a Reply