ბოკერია: ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს

​”ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებიცისტში და შემდეგ მარცხს არჩევნებში” –  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, პლებისციტს ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლების წინაპირობით განიხილავს.

„ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ ჩვენ გვინდა ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის პაკეტი, მაგრამ კომპრომისის სახით, რა თქმა უნდა, განვიხილავთ პლებისციტს, სადაც ქართველ ხალხს ჰკითხავენ, სურთ თუ არა ახალი არჩევნები. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხდება პოლიტპატიმრების ნიკა მელიას, გიორგი რურუას გამოშვების და იმ პაკეტის მიღების ფონზე, რაც ოპოზიციას მოლაპარაკებებში შეთავაზებული აქვს, ვგულისხმობ სისტემის და ადმინისტრაციის ცვლილებებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ახლა მთავარია, ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მერე შეეგუოს მარცხს ჯერ პლებიცისტში და შემდეგ მარცხს არჩევნებში. სააკაშვილის ჯინაზე გააკეთოს ეს ყველაფერი, მე მხოლოდ გამიხარდება“,-განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე