5 – 6 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 

5 – 6 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და უნალექო ამინდი შენარჩუნდება.  ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,

6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +17 გრადუსამდე დათბება.

სააგენტოს ინფორმაციითვე, 7 მარტს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, მაღალ მთაში ქარბუქი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.

„თბილისში 5-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +16, ხოლო 7 მარტს +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. 7 მარტს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე