ეუთო/ოდირის დასკვნა საპარლამენტო არჩევნებზე: ყველა კერძო მაუწყებელი მიკერძოებული იყო

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ოდირის შეზღუდულმა სადამკვირვებლო მისიის მედია მონიტორინგმა აჩვენა, რომ ყველა კერძო მაუწყებელი აშკარად მიკერძოებული იყო” – ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშში წერია, რომ ტელეკომპანიების მიკერძოებულმა გაშუქებამ იმოქმედა ამომრჩეველზე გაეკეთებინა ინფორმირებული არჩევანი.

„მაშინ როცა ძირითადი კანდიდატები საზოგადოებრივ არხებზე თანაზომადი ოდენობის ძირითადად ნეიტრალური გაშუქებით იყო უზრუნველყოფილი, ძირითადი კერძო მაუწყებლების მიკერძოებულმა სარედაქციო გაშუქებამ, მმართველ პარტიასა და მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დებატების არარსებობამ, კამპანიის გაშუქების კონფრონტაციულმა ტონმა მნიშვნელოვნად შეამცირა ამომრჩეველთა შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. უფრო მეტიც, ნამდვილი საგამოძიებო პროგრამებისა და ანალიტიკური რეპორტაჟების არარსებობის გამო, კამპანიის გაშუქება ზოგჯერ შემოიფარგლებოდა ყოველდღიური კამპანიის საქმიანობის გაშუქებით და ძირითადი პოლიტიკური პარტიების მიერ გამოთქმული ბრალდებებით“ – ნათქვამია დოკუმენტში.

You may also like

Leave a Reply