355 ახალი შემთხვევა, 91 გამოჯანმრთელებული, 4 გარდაცვლილი – 6 მარტის კოვიდსტატისტიკა​

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კოვიდით დაინფიცირების 355 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯამში კორონავირუსის 272 617 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მონაცემები დღეს Stopcov.ge-ზე ​განახლდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 91 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მათმა საერთო რიცხვმა, ვინც კოვიდი დაამარცხა ჯამში 266 344 შეადგინა.

უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კოვიდით დაინფიცირებული 3 567 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopგამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 737 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 430 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთი – 48, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 30, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 680, საიდანაც: 1 387 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 688, აჭარაში – 158, იმერეთში – 233. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში – 107, აჭარაში – 29, იმერეთში – 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში – 54, აჭარაში- 2, იმერეთში – 9. 142 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 102 – თბილისში, 24 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 1 151 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 153, ხოლო აჭარაში – 19.

სულ 6 ოქტომბრიდან – 5 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 510 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 174 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 789 პირი, აჭარაში – 560, იმერეთში – 691.

You may also like

Leave a Reply