კალაძე: მოვა დრო და გაიგებთ, მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, თუ – არა

“მომდევნო დღეების და თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ მივიღებ. მე არასდროს არ გადამიდგას ისეთი ნაბიჯები, რომ მალულად ან ჩუმად ყოფილიყო” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის “ქართულ ოცნებას” ტოვებს.

„ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება და ეს არის არასწორი ინფორმაცია. მიზანმიმართულად ხდება სიცრუის გავრცელება. მომდევნო დღეების და თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, თუ არ მივიღებ. მე არასდროს არ გადამიდგას ისეთი ნაბიჯები, რომ მალულად ან ჩუმად ყოფილიყო. ყველაფერი იქნება ცხადი, როდესაც ამის დრო იქნება. ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ. მე დიდი პასუხიმგებლობა მაქვს აღებული თბილისზე და თბილისელებზე, ბევრ პროექტებს ვახორციელებ. შესაბამისად, გადაწყვეტილება, როგორიც იქნება მიღებული, გეცნობებათ“ – განაცხადა კალაძემ.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე