147 ახალი შემთხვევა, 193 გამოჯანმრთელებული, 15 გარდაცვლილი – 8 მარტის კოვიდსტატისტიკა 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ჯამში დაინფიცირებულთა რიცხვმა 272 998 შეადგინა. აღნიშნული ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 823 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 613 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 210 PCR ტესტით.

უკანასკნელ 24 საათში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 193 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვმა სულ 266 886-ს მიაღწია.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებული 15 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კოვიდით ინფიცირებული 3 591 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა – 4, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი – 4, შიდა ქართლი – 7, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 18, მცხეთა-მთიანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 421 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 697, აჭარაში – 163, იმერეთში – 275. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში – 110, აჭარაში – 26, იმერეთში – 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში – 47, აჭარაში- 3, იმერეთში – 12. 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 90 – თბილისში, 24 – აჭარაში, 4 – იმერეთში. 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 257 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 148, ხოლო აჭარაში – 19.

სულ 6 ოქტომბრიდან – 7 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 560 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 535 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 245 პირი, აჭარაში – 505, იმერეთში – 738.

You may also like

Leave a Reply