საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტი ვირუსით დაახლოებით სამი თვის შემდეგ რეინფიცირდა.

„ერთი შემთხვევაა დადასტურებული რეინფიცირების, სამთვიანი შუალედით. იქ სხვადასხვა შტამი არ არის, ერთი და იგივე შტამის მუტანტია. რეინფიცირება მოხდა 2,5 – 3 თვის შემდეგ. ორივე შემთხვევაში არის მსუბუქი მიმდინარეობა. რაც შეეხება ასაკს, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ხანდაზმული არ არის“ – განაცხადა გამყრელიძემ.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე