შსს: გურჯაანში ქმარმა ცოლს მაშინ დაარტყა, როდესაც ხელში 8 თვის ჩვილი ეჭირა, რის შედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა 

გურჯაანში ოჯახში ძალადობის დროს 8 თვის ბავშვი დაიღუპა. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლს მაშინ დაარტყა, როდესაც ხელში 8 თვის ჩვილი ეჭირა, რის შედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, მამაკაცი დაკავებულია და მას ბრალი 126-ე პრიმა მუხლით – ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციითვე, ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა დაინიშნა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი – 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე