აბაშაში 55 წლის ქალი გააუპატიურეს 

აბაშის ერთ-ერთ სოფელში 55 წლის ქალი გააუპატიურეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს. მედიის ცნობით, ძალადობა გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მისი დაკავების მიზნით ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე