ეკატერინე ტიკარაძე:საქართველოში ვაქცინა შაბათიდან შემოვა

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოში ვაქცინა შაბათიდან, 13 მარტიდან შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პირველ ეტაპზე საქართველო  ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს. მისივე თქმით, აღნიშნული UNICEF-ის დახმარებით მოხდა.

“საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია 1 კვირით, ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება” -განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმითვე, ფაიზერთან მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, რათა მისი ვაქცინის დაჩქარებული წესით მოწოდებაც მოხდეს.​

You may also like

Leave a Reply