შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი თბილისში ხვალ ჩამოვა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ​თბილისში, ხვალ, 12 მარტს ჩამოვა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ პირველ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

„პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, ბატონი დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს” – ნათქვამია ინფორმაციაში.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე