კრისტიან დანიელსონი: “მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან დღეს უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად”

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“საქართველო რეგიონში ყოველთვის დემოკრატიულობისა და სტაბილურობის მაგალითს წარმოადგენდა და ეს ვითარება არ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესშია” – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

“დღეს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად” – განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მრჩეველი მაგდალენა გრონო კრისტიან დანიელსონი თბილისს დღეს ეწვია. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ პირველ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. კრისტიან დანიელსონი მედიის წარმომადგენლებს 13.00 საათზე შეხვდება. ამასთან, დანიელსონი ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს.

You may also like

Leave a Reply