მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი ადამიანი იპოვეს

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

10 საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთაზე დარჩენილ სამივე პირს აღენიშნებათ ჰიპოთერმია. მაშველების მიერ მიმდინარეობს დაშავებულების გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მოხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება.

მაშველების მიერ ასევე ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც. ერთი პირის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს დილითვე გავრცელდა.

“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მიმდინარე წლის 12 მარტს, დილის საათებში, შემოვიდა შეტყობინება, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი გადაადგილებას ვერ ახერხებდა. მეხანძრე-მაშველების 10 კაციანი ჯგუფი დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამაშველო ოპერაცია გართულდა, თუმცა მოქალაქეების მოძიება რამდენიმესაათიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

You may also like

Leave a Reply