ამირან გამყრელიძე: ორშაბათს ვაქცინაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით 29 ცენტრში დაიწყება

“ორშაბათს ვაქცინაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით 29 ცენტრში დაიწყება, 17 მარტს 35 დაწესებულება დაემატება, 19 მარტს კი – 23” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე აცრილი ადამიანების რევაქცინაციისთვის აპრილში 86 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა.

„ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინაციისთვის მზადაა 82 ამცრელი ცენტრი. პირველ ეტაპზე, ორშაბათიდან აცრა დაიწყება 29 ცენტრში, ეს არის თბილისის და ყველა რეგიონალურ ცენტრებში გამოყოფილი შესაბამისი ამცრელი კაბინეტები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის. თბილისში იქნება ასეთი 10, ქუთაისში – 4, ბათუმში – 4, რუსთავში – 2, ზუგდიდში – 2 და ყველა რეგიონალურ ცენტრში იქნება თითო-თითო. 17 მარტს ამას დაემატება კიდევ 35-მდე დაწესებულება, შემდეგ 19 მარტს კიდევ 23. ერთი კვირის განმავლობაში აცრის პროცესი გაიშლება ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში, ანუ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იქნება მაქსიმალური, რათა მოკლე ვადებში მოხდეს იმ 43 ათასი დოზის ადმინისტრირება, რომელიც დღესაა შემოსული, რამეთუ ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად. მეორე აცრა, რევაქცინაცია იქნება 8-დან 12 კვირის ფარგლებში და ამისთვის შესაბამისი დადასტურება 86 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა აპრილის მეორე ნახევარში, იგივე „ასტრაზენეკა“- განაცხადა გამყრელიძემ.

You may also like

Leave a Reply