საქართველოში Covid19-ის ვაქცინის 43 200 დოზა ჩამოვიდა 

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაპირველად კორონავირუსის ვაქცინით მედმუშაკები აიცრებიან. Covid19-ის საქართველოში ჩამოტანა UNICEF-ის დახმარებით მოხდა.

“საქართველოში ჩამოსულ – „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება” – წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე