დღეს კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს კვლავ შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს კვლავ შეხვდება.

ის გუშინ აშშ-ს ელჩ კელი დეგნანთან და საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან ერთად ცალ-ცალკე უკვე შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

დღეს გასამართი შეხვედრები 9 საათიდან განახლდება. დანიელსონისა და ელჩების მედიტაციით საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებასა და პოლიტიკური მხარეებისთვის მისაღები საერთო პოზიციის ჩამოყალიბებაზე მუშაობენ.

You may also like

1 comment

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე
%d bloggers like this: