ექიმები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრნენ 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე პირველი ადამიანია, რომელმაც ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ასევე აიცრა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე.

ასევე აიცრა ვაქცინის გასაკეთებლად დარეგისტრირებული პირველი ექიმი – თამარ გიორგაძე.

ასტრაზენეკას პირველი პარტიით – 43 000 დოზა ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება.

You may also like

Leave a Reply