ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას, 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა 

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას სასამართლომ 3 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწადნახევარს გაატარებს, ხოლო დანარჩენი წელიწადნახევარი პირობითად ჩაეთვლება.​

სახელმწიფო ბრალდება ბუსა ჟვანიას ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის – ლევან თოფაძის დაჭრას ედავებოდა. შემთხვევა 2020 წლის 2 აგვისტოს გამთენიისას, მოხდა.  ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ლევან თოფაძის საცხოვრებელი სახლის აივანზე, ბუსა ჟვანიამ ლევან თოფაძეს სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები მიაყენა, მათ შორის შემავალი ჭრილობები გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირზე. ასევე ნაკვეთი ჭრილობა კისრის გვერდითა ზედაპირზე და ყურის ნიჟარაზე. მსუბუქად დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.

პროკურატურამ თავდაპირველად ჟვანიას ბრალად 108-ე მუხლი წარუდგინა – რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მოგვიანებით კი ბრალდება გადაკვალიფიცირდა 117-ე – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე