537 ახალი შემთხვევა, 128 გამოჯანმრთელებული, 8 გარდაცვლილი – 16 მარტის კოვიდსტატისტიკა​

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  სულ უკანასკნელ დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 29 652 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 203 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 449 PCR ტესტით. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯამში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ 275 685 შეადგინა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში კოვიდი 128 ადამიანმა დაამარცხა. სულ კი გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 268 693-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში საქართველოში კოვიდპანდემიას 3 658 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 290 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 79, ქვემო ქართლი – 28, შიდა ქართლი – 29, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 23, კახეთი – 37, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 308, საიდანაც: 1 376 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 711, აჭარაში – 141, იმერეთში – 247. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 258 პირი, მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 21, იმერეთში – 66. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 85 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში- 3, იმერეთში – 13. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 30 – აჭარაში. 1 799 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 206 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 93, ხოლო აჭარაში – 21.

სულ 6 ოქტომბრიდან – 15 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 654 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 150 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 478 პირი, აჭარაში – 363, იმერეთში – 702.

You may also like

Leave a Reply