“კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით ათი დღის განმავლობაში დავაკვირდებით ვითარებას”-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით,  ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ათი დღის განმავლობაში დააკვირდებიან და  გადაწყვეტილებას გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით  შემდეგ მიიღებენ

„გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით რამდენჯერმე იყო მსჯელობა. საკოორდინაციო საბჭოს პოზიციაა, რომ ყველაფერი თანდათანობით მოხდეს. მოგეხსენებათ, კომენდანტის საათს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გავლენა ეპიდსიტუაციის მართვაში. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში დავაკვირდეთ ვითარებას, რის შემდეგაც მიიღებს საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

You may also like

Leave a Reply