გამყრელიძე: ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციისთვის იმუნიზაცია უნდა გაგრძელდეს, რადგან მას სხვა ალტერნატივა არ აქვს

“ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციისთვის იმუნიზაცია უნდა გაგრძელდეს, რადგან მას სხვა ალტერნატივა არ აქვს” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ის 27 წლის ექთნის გარდაცვალებას გამოეხმაურა, რომელსაც  “ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

„ძალიან მძიმეა ყველასთვის, განსაკუთრებით ოჯახისთვის, იმ მხარისთვის, სადაც მეგი მოღვაწეობდა, მაგრამ სხვა ალტერნატივა, რომ არ გაგრძელდეს იმუნიზაცია, ქვეყანაში არ არის. ის უნდა გაგრძელდეს. მინდა ისევ გთხოვოთ, ფართოდ ჩაერთოთ კამპანიაში, ისე როგორც გუშინ, თვითონ მეგიმ მოუწოდა ტელევიზიით ხალხს, მედიკოსებს, რომ ჩაერთეთ კამპანიაში და მეტი აიცერით, იმიტომ, რომ რაც მეტი აიცრება ქვეყანაში მით უფრო დაზღვეული იქნება საზოგადოება, რომ ახალი ფატალური შედეგები არ გვექნება“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

You may also like

Leave a Reply