თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შესაბამის ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა. იუსტიციის ყოფილი მინისტრი და საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.

პრემიერმინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ გაიყო.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე