“ილუზია იმისა, რომ ღარიბაშვილი ღიად დაუპირისპირდებოდა მსოფლიო მაფიას არ მქონია, მაგრამ ასე უცებ და ასეთ მასშტაბსაც არ ველოდი”-ზვიად ტომარაძე

“ილუზია იმისა, რომ ღარიბაშვილი რამეს შეცვლიდა და ღიად დაუპირისპირდებოდა მსოფლიო მაფიას არ მქონია, მაგრამ ასე უცებ და ასეთ მასშტაბსაც არ ველოდი,”- ანალიტიკოსი ზვიად ტომარაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება..
“ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ სახელმწიფო ბალანსზე არსებული დაახლოებით 3 მილიარდი ლარის ღირებულების ქონება მზად არის გასაყიდად.
ანუ ქვეყნის დაქცევის გეგმა, რასაც “თავისუფალი ბაზრის” ეკონომიკა ჰქვია და რაც ბენდუქიძემ დაიწყო, წარმატებით გრძელდება! რა თქმა უნდა ილუზია იმისა, რომ ღარიბაშვილი რამეს შეცვლიდა და ღიად დაუპირისპირდებოდა მსოფლიო მაფიას არ მქონია, მაგრამ ასე უცებ და ასეთ მასშტაბსაც არ ველოდი…
ქოც–ნაცებს ერთი ბატონი ჰყავთ და მათ ხელში საქართველოს წარმატება გამორიცხულია! მათი ორივეს გეგმა მომსახურე სახელმწიფოა და არა მწარმოებელი (სინგაპურიზაცია), რა თქმა უნდა ერი–სახელმწიფოს გარეშე!”-აცხადებს ზვიად ტომარაძე.

ცნობისთვის,  „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“-ის  პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ  3 მილიარდი ლარის ღირებულების ქონება არის მზად გასაყიდად.  „ეტაპობრივად ჩვენ დავიწყებთ ამ ქონების გამოტანას, დღეს 400 მილიონი ლარის ღირებულების ქონების პრეზენტაციას წარვადგენთ და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ურო მეტი ხელშეწყობა და მხარდაჭერა მიიღოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

You may also like

Leave a Reply