“მედიატორების მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო”-დანიელსონი

“მედიატორების მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო,”-ამის შესახებ მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. მისივე განმარტებით, მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი  საჯარო გახდება.

„დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში. არსებობს გადაწყვეტა ამ კრიზისის.  ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას განსაკუთრებით პარლამენტში და ასევე გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა გაგრძელებულ დებატებს პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეეზე და ადრეულ არჩევნებზე. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვს პოლიტიკურ გამბედაობას და მე წარმოვადგინე ასეთი წინადადება, რომელიც  საჯარო დოკუმენტი იქნება. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა  აყენებს და სამწუხაროა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შემაჯამებელ შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე საკუთარი დოკუმენტი გააცვნეს. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე