რუსმა პროპაგანდისტმა პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა პროტესტის შემდეგ საქართველო გამთენიისას დატოვეს

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

რუსმა პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველო გამთენიისას დატოვეს. პოზნერი საქართველოში მეგობრებთან ერთად დაბადების დღის აღსაღნიშნად გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა და აქ დარჩენას 3 აპრილამდე აპირებდა.

პოზნერი და მისი თანმხლები 50 პირი თავდაპირველად კაფე “სატმბაში” იმყოფებოდნენ, თუმცა გარეთ აქტივისტების პროტესტის შემდეგ რესტორან “ვინოტელში” გადაინაცვლეს.  პროტესტი ამ ლოკაციაზეც გაგრძელდა. აქტივისტები ყვიროდნენ: “პუტინ ხოილო” “რუსეთი ოკუპანტია”. მათ რესტორან “ვინოტელს” ელექტროენერგია გაუთიშეს, ხოლო გარეთ საქართველოს ჰიმნი ჩართეს. პოზნერსა და მის მეგობრებს დაბადების დღის სუფრის გაგრძელება სანთლის შუქსა და საქართველოს ჰიმნის ფონზე უწევდათ. სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ “ოკუპანტ ღორებს” არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, პოზნერი და მისი თანმხლები პირები, ასევე ის რესტორნები, რომლებმაც მათ სურა გაუშალეს, არღვევდნენ ქვეყანაში არსებულ შეზღუდვების კანონს. აქტივისტები პოლიციისგან მოითხოვდნენ დაესაჯათ ისინი.

სინათლის გათიშვის შემდეგ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა რესტორანი მალევე დატოვეს და სასტუმრო “რუმსშიგადანაცვლეს. აქტივისტები რუსებს იქაც გაყვნენ, სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

ამის შემდეგ მათ საქართვლოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. აირზენას ჩარტერული რეისი, რომლითაც პოზნერი და მისი მეგობრები რუსეთში დაბრუნდნენ თბილისის აეროპორტიდან დილის რვა საათზე აფრინდა.

რუს პროპაგანდისტსა და მის სტუმრებს სასტუმროს დატოვებაც პროტესტის ფონზე და პოლიციის დახმარებით მოუწიათ. აქტივისტები მათ ავტობუსს აეროპორტამდე გაყვნენ და რუსებს იქ შესასვლელადაც სამართალდამცველების დახმარება დასჭირდათ.

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლებია ამართლებს რუსეთის მიერ ცადენილ დანაშაულებებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართ. ასევე დანაშაულს ვერ ხედავს საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილ ქმედებებში. პოზნერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს და მასვე ეკუთვნის ფრაზა: “აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი”.

You may also like

Leave a Reply