გერმანიაში AstraZeneca– ს ვაქცინის გამოყენება მოქალაქეების მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის დაუშვეს

ავტორი შორენა პირველი

გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 31 მარტიდან ნებადართული იყოს მხოლოდ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების აცრა AstraZeneca-ს პრეპარატით. ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ არ შეგვიძლია, ვუგულებელვყოთ ეს რეკომენდაცია. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მას მივყვეთ”, – განაცხადა მერკელმა.

კანცლერის განცხადებას წინ უძღოდა ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბოზის ახალი შემთხვევების რაოდენობის მატებამ 60 წლამდე ასაკის პირებში.

30 მარტს გერმანიის მარეგულირებელმა ორგანოებმა AstraZeneca–ს ვაქცინაცინის გამოყენების შემდეგ ცხრა პაციენტის სიკვდილი დააფიქსირა, – წერს გერმანული გამოცემა Der Spiegel.
სპეციალისტებმა დურეს მატერიის სინუსების თრომბოზი 20-დან 63 წლამდე ასაკის 29 ქალსა და 36 – 57 წლის ორ მამაკაცს დაუდგინეს.

You may also like

Leave a Reply