“კომენდანტის გადაწევა არ განიხილება”-ამირან გამყრელიძე

“კომენდანტის საათის გადაწევას რეკომენდაციას ჩვენი ცენტრი ვერ გაუწევს,”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ფეისბუქლაივისას ისაუბრა.

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია არასტაბილურია და გაუარესების ტენდენციები შეინიშნება. კომენდანტის საათის დროს, მობილობის შემცირება კი მძლავრი იარაღია ინფექციის გავრცელების შენელების და შეზღუდვის.

“ჩვენ ვსაუბრობდით, როგორც მარტის შუა რიცხვებში გვქონდა ეპიდსიტუაცია, თუ ამას ასე დავიჭერდით, განიხილებოდა შემცირება საათის და გადაწევა, მაგრამ ამ ეტაპზე იცით დღევანდელი, გუშინდელი განცხადებები ევროპული ქვეყნის, სადაც პირიქით, კომენდანტის საათი დააწესეს საღამოს 6 საათიდან. ამ ეტაპზე ეს არ განიხილება.”-აცხადებს გამყრელიძე.

 

 

You may also like

Leave a Reply