თუ რუსეთთან ბრძოლის წყურვილი გააჩნია ადამიანს, რამოდენიმე რეალური გზა არსებობს-ნუკრი შოშიაშვილი

“თუ რუსეთთან ბრძოლის წყურვილი გააჩნია ადამიანს, რამოდენიმე რეალური გზა არსებობს!”-  ისტორიკოსი ნუკრი შოშიაშვილი  რუს ტელეწამყავნ ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება:
“თუ რუსეთთან ბრძოლის წყურვილი გააჩნია ადამიანს, რამოდენიმე რეალური გზა არსებობს:
1. იმსახურო საკუთარ ქვეყნის ჯარში, სამხედრო კვალიფიკაცია აიმაღლო, გახდე ბრძოლისუნარიანი, ხელი შეუწყო საკუთარ ქვეყნის მილიტარისტულ სიძლიერეს.
2. თუ ზემოთ აღნიშნული არ გაკმაყოფილებს, შექმნა ან პარტიზანული, ან ტერორისტულ ორგანიზაცია (როგორც ჩრდილოეთ ირლანდიაში – ირას შემთხვევაში იყო) და არასაფრონტო წინააღმდეგობა დაიწყო მტრის წინააღმდეგ.
3. თუ ესე გზაც არ გაკმაყოფილებს, მაშინ იზრუნო იმაზე რომ ქვეყნის შიგნით მტრული სახელმწიფოს კაპიტალი არ გაჭაჭანდეს, მოითხოვო სტრატეგიული ობიექტების ნაციონალიზაცია, იბრძოლო საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის, სხვადასხვა ფორმით – აღარ იყო ტურიზმზე და უცხო ინვესტორზე დამოკიდებული
4. თუ ეს გზაც არ გინდა, შეგიძლია უშიშროებაში იმუშავო და ჩადგე დაზვერვით სამსახურში, რათა მოწინააღმდეგის აგენტების გამოვლენაში მიიღო მონაწილეობა
5. თუ ესეც არ შეგიძლია ან არ გამოგდის, მაშინ შეგიძლია დაეხმარო სახელმწიფოს იქ სადაც უჭირს, მაგალითად იძულებით გადაადგილებულ პირებთან პედაგოგიური საქმიანობაში, ან სხვა საჭირო საქმიანობაში მიიღო მონაწილეობა.
6. თუ ესეც არ შეგიძლია, მაშინ კიდე რჩება გზა – შენ საკუთარ სფეროს განვითარებაზე მაინც იზრუნე, ბოლომდე დაიხარჯე და დადე შედეგი, რომ ეს სფერო საქართველოში განვითარდეს – არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას.
და თუ ესეც არ შეგიძლია, უბრალოდ გაჩუმდი.
მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ის ხალხი რომელიც არაფრის მკეთებელია, პროვოკაციის მეტი არაფერი უკეთებია და რიტუალურ პატრიოტიზმსაა ამოფარებული, ყველაზე მეტად ის ხმაურობს, ყველაზე მეტად ის ვერ ჩერდება.
ამიტომ არის რომ გაღიზიანებას იწვევს ის ტაკი-მასახარაობა რაც ეხლა აი ამ ურა-პატრიოტებთან არის დაკავშირებული. პოზნერთან რომ მოგინდა პატიორტიზმი და დიდი გული გაქვს, მიდი აბა ზემოთ ჩამოთვლილიდან რამე გააკეთე?! არ შეგიძლია ხომ, არ გაქვს ერთი ადგილი?!
მაშინ გაჩერდი, იმან ილაპარაკოს პატრიოტიზმზე ვისაც ეს შეუძლია, გაუკეთებია, სისხლი დაუღვრია, უმსახურია და მაგალითი უჩვენებია.”-წერს ნუკრი შოშიაშვილი.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე