“პატივცემული ვირუსოლოგები არათუ ბრმად და მორჩილად ასრულებენ ჯანმოს და FDA-ს ავადმყოფურ რეკომენდაციებს, უბედურება ისაა, რომ თვითონაც როლში შეიჭრნენ და იმპროვიზირებენ”- სოსო მანჯავიძე

ავტორი შორენა პირველი
“ის, რომ პატივცემული ვირუსოლოგები არათუ ბრმად და მორჩილად ასრულებენ ჯანმოს და FDA-ს სრულიად ავადმყოფურ რეკომენდაციებს-გასაგებია,
უბედურება ისაა, რომ თვითონაც როლში შეიჭრნენ და იმპროვიზირებენ,”- წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე.
“კითხვაზე, რატომ არის კომენდანტის საათი აუცილებელი და რა კავშირშია ეს ვირუსის გავრცელების საკითხთან, პაატა იმნაძემ წარბშეუხრელად უპასუხა, რომ 9 საათის შემდეგ შეიძლება მეგობართან ყავა დალიო და ამ დროს პირბადე მოიხსნა, რაც ზრდის დავირუსების ალბათობას.
მანამდე მისმა თანამუშკეტერმა, ამირან გამყრელიძემ ჩვეული რიხიანი და ხაფი ხმით განაცხადა, რომ პირბადის ტარებამ ღია სივრცეში 95-დან 75% მდე ჩამოინაცვლა, ხოლო სახლებში(!!!) 65%-მდე, რამაც შეიძლება მესამე ტალღა გამოიწვიოს.
ის, რომ პატივცემულ;ი ვირუსოლოგები არათუ ბრმად და მორჩილად ასრულებენ ჯანმოს და FDA-ს სრულიად ავადმყოფურ რეკომენდაციებს-გასაგებია.
უბედურება ისაა, რომ თვითონაც როლში შეიჭრნენ და იმპროვიზირებენ.
მათი და ხელისუფლების ერთობლივი ნაყოფიერი მუშაობის შედეგად სრულიად სურეალისტურ სურათს ვხედავთ საქართველოს ქალაქებში და სოფლებში.
მზის გულზე, ტყეში თუ მდელოზე, ღია სივრცეში ადამიანები დადიან პირბადეებით და თანაც ისეთ ადგილებში, სადაც არ შეიძლება ჰქონდეთ პატრულის მიერ დაჯარიმების შიში.
საოცარი საყურებელია, როგორი გულმოდგინებით აქვთ აწეული თვალებამდე პირბადე, ზოგს ორ-ორიც უკეთია, ზოგი საერთოდ ჩაფხუტით დადის.
კიდევ უფრო მძიმე სანახავია, რომ უფროსები, მათთვის ჩანერგილი ცინიკური და არაადამიანური პროგრამის მოქმედებისას ბავშვებსაც უხშობენ სუფთა ჰაერით სუნთქვის საშუალებას.
წარმოვიდგინოთ, რა ხდება ასეთ დროს ადამიანი გონებაში- მას ჰგონია, რომ სამყარო ბოროტი ვირუსებითაა აღსავსე, თვითონ სტერილურია და ამ სტერილობას იცავს პირბადით.
ცხადია, რომ თუ ატმოსფერო სავსეა კორონავირუსით, პირბადე სახლშიც უნდა გეკეთოს, რის 65% -მდე დაცემას
ასე სწუხს გამყრელიძე.
სამყარო, სადაც ადამიანს მუდმივად, შინ და გარეთ, ძილისა და ღვიძილისას, უნდა ეკეთოს პირბადე და წელიწადში ორჯერ უნდა აიცრას, რაც დაადგინა კაცობრიობაზე უანგაროდ მზრუნველმა ჯანმომ FDA-მ და ბიგფარმამ, ზოგიერთისთვის იმდენად მომხიბლავია, რომ ამის პროპაგანდას აგრესიულად ეწევიან, თანაც იქით ადანაშაულებენ თანამოქალაქეებს.
საოცარ შედეგებს აღწევს ადამიანი ცხოველების წვრთნისას შიშისა და წახალისების სტიმულების გამოყენებით.
ყველას გვინახავს, თუ რა არაბუნებრივ, მათთვის უაზრო და დამამცირებელ მოძრაობებს აკეთებინებენ ბუნებაში ესოდენ დიდებულ ვეფხვებს, დათვებს თუ სპილოებს ცირკის მწვრთნელები-ხან ყირამალაზე გადასვლით, ხან ველოსიპედის ტრიუკებით , ხანაც ცეცხლოვან რგოლში ხტომით ართობენ მაყურებელს.
მაგრამ მე ჯერ არ მინახავს, რომ ასეთი სტიმულების გამოყენებით ცხოველები სუნთქვის შეზღუდვაზე იწვრთნებოდნენ.
ასეთი რამ მართლაც არავის უკადრებია ცხოველებისთვის, რომ განუწყვეტლივ ისუნთქონ თავიანთი ამონასუთქი და აუცილებლად დაავადმყოფდნენ შესაძლებელი დაავადმყოფების შიშით.
ჩვენ ვერთობით ცირკში გაწვრთნილი ცხოველების ცქერით, მაგრამ ვერ ვხდებით , რომ ჩვენზეც ასევე ერთობიან.
,, რაც ზემოთაა იგივეა ქვემოთაც”- როგორ არ უნდა გაიხსენო აქ ჰერმეს ტრისმეგისტი და ზურმუხტის ფილები.”

You may also like

Leave a Reply