“გვჭირდება 3-დან 4 ათასამდე ყოველდღიური აცრა, რომქვეყანაში გარკვეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ” – გამყრელიძე 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

“ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 3-დან 4 ათასამდე ყოველდღიური აცრა, რომ მარტ-აპრილში ქვეყანაში გარკვეული საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მასობრივი აცრები ივლისიდან უნდა დაიწყოს.

დაახლოებით თუ გვექნება 3-დან 4 ათასამდე აცრა, მაშინ გვეყოლება ქვეყანაში მარტ-აპრილ-მაისში, სადღაც 200-დან 250- 300 ათასამდე ერთჯერადად აცრილი, დაახლოებით 50 ათასამდე ორჯერადად აცრილი ადამიანი. ამიტომ, ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ ამ 3 თვეში აცრის ამ მაჩვენებელზე გავიდეთ. დიდი ალბათობით, მასობრივი აცრები ჩვენთან ივლისში დაიწყება, როდესაც შესაბამისი დოზები მარაგში გვექნება“ – განაცხადა გამყრელიძემ.

You may also like

Leave a Reply