გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს   

“მნიშვნელოვანია ადამიანებს მიეცეთ ნორმების დაცვით საქმიანობის შესაძლებლობა,”-გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს.
” ახლა მიდის საუბარი, რომ ზომები კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს ან ის ძველი ნორმები იყოს დაბრუნებული და ამასთან დაკავშირებით მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა და ეს აზრი, როგორც თხოვნა გავაჟღერო.
ვფიქრობ, რომ საჭიროა პირიქით, აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ძალიან გონივრულად. ჩვენ, მოქალაქეებმა, ხელი უნდა შევუწყოთ ხელისუფებას ამ ზომების დაცვაში იმიტომ, რომ ეს ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს…
რატომ მიმაჩნია, რომ არის საჭირო ამ ნორმების გადახედვა და შემსუბუქება:
პირველი – ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ჩვენ მეორე წელია ვართ ამ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საზოგადოების წევრები უკვე შესამჩნევად არიან გაღიზიანებულები, თუნდაც ის ფაქტი, რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა – ტაქსის მძღოლმა თავისი მანქანა დაწვა.
მეორე – ეკონომიკური მდგომარეობა არის რთული. თუ მიეცათ საქმიანობის განხორციელებისთვის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ეს შეამსუბუქებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მდგომარეობასაც. სახელმწიფოსაც მძიმე ტვირთად დააწვა ეს ვითარება, იგივე კომპენსაციები. მინდა აღვნიშნო, რომ კომპენსაციებზე გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანებს მიეცეთ ნორმების დაცვით საქმიანობის შესაძლებლობა.
მესამე – ახლა ჩვენ ვისმენთ, რომ ზოგიერთი კომპანიები და მათი ხელმძღვანელები აშინებენ ადამიანებს, რომ ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს, ვერ იმუშავებს ან ვერ შევა დაწესებულებაში. მინდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტად აპირისპირებს და აღიზიანებს ერთმანეთთან საზოგადოებას და ყველას ვთხოვდი, რომ ასეთი განცხადებები ამ ვითარებაში არ არის გასაკეთებელი.
მეოთხე საკითხი – პანდემიის ვითარებაში სამედიცინო პერსონალმა საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო და მათი პროფესიონალიზმი გაიზარდა. სამედიცინო პირებმა უკვე კარგად იციან, როგორ უნდა ებრძოლონ ამ ვირუსს, რა ზომები არის განსახორციელებელი. სამწუხაროდ, კიდევ არის გარდაცვალების ფაქტები, მაგრამ ღვთის წყალობით, ექიმების პროფესიონალიზმით და ამავე დროს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ზომებით, საკმაოდ დაბალი არის სიკვდილიანობა”-აცხადებს მიტროპოლიტი ანდრია  გვაზავა.

You may also like

Leave a Reply