“დღეის მონაცემებით ქვეყანაში 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქებაა და ყველა მათგანი სუფრას უკავშირდება” – გამყრელიძე 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

დღეის მონაცემებით ქვეყანაში 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქებაა და ყველა მათგანი სუფრას უკავშირდება  –  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა  ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუკი საზოგადოება რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, შეიძლება დაიწყოს ვირუსის საყოველთაო გავრცელება.

ეპიდსიტუაცია როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთან თანდათან მეტად რთულდება. მესამე ტალღა ბევრ ქვეყანაში დაწყებულია და ჩვენთანაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიწყო. ყოველდღიური ახალი შემთხვევების რიცხვი 100 ათას მოსახლეზე, რასაც ინციდენტობას ვეძახით, გაზრდილია, თუ ეს მაჩვენებელი გვქონდა 2 კვირის წინ 9-10-ის ფარგლებში, დღეს ეს არის 16-17-ის ფარგლებში. ასევე კუმულაციური ინციდენტობაც გაზრდილია. გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი.

დღეის მონაცემებით ქვეყანაში 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქებაა და ყველა მათგანი სწორედ წვეულებებიდან და სუფრებიდან დაიწყო. აქედან გამომდინარე, როგორმე თავი უნდა შევიკავოთ. როგორმე უნდა მოვითმინოთ და თავი შევიკავოთ წვეულებებისგან. თუ ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ, დიდი იმედი გვაქვს, ეპიდემიის შემდგომ განვითარებას შევაკავებთ. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია და თუ აპრილსა და მაისს დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდსიტუაციით გავივლით, თბილ ამინდში უფრო მეტად დამშვიდებული შევალთ, რომ ეპიდსიტუაცია მეტად არ გაუარესდება“ –  ამირან განაცხადა გამყრელიძემ.

You may also like

Leave a Reply