359 ახალი შემთხვევა, 526 გამოჯანმრთელებული, 6 გარდაცვლილი – 12 აპრილის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში  ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 795 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 890 PCR ტესტით. საერთო ჯამში პირველი შემთხვევის დადასტურებიდან დღემდე  საქართველოში კოვიდით 288 755 ადამიანი დაინფიცირდა.

უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან განიკურმა 526 ადამიანი, ხოლო 6 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 883 პირი ემსხვერპლა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 202 შემთხვევა, აჭარა – 46, იმერეთი – 19, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 14, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 40, კახეთი – 5, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 017, საიდანაც: 2 422 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 181, აჭარაში – 374, იმერეთში – 356. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში – 190, აჭარაში – 43, იმერეთში -63. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში – 5, იმერეთში – 8. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 – თბილისში, 106 – აჭარაში. 4 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 188 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 85, ხოლო აჭარაში – 6.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 794 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 497 პირი, აჭარაში – 1 996, იმერეთში – 942.

You may also like

Leave a Reply