არარაობა მოსამართლე, თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა, დაინახა და შეაფურთხა, ისეთი სამარცხვინო რაღაცები აკეთა – გიგი უგულავა 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

არარაობა მოსამართლე, პირდაპირ არარაობა – თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა, დაინახა და შეაფურთხა, ისეთი სამარცხვინო რაღაცები აკეთა, – ამ კომენტარით გამოეხმაურა გიგი უგულავა ნიკა მელიას სასამართლო პროცესს, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების სახით მელიას კვლავ პატიმრობა შეეფარდა.

უგულავას თქმით, პროკურორის ენით „ქართული ოცნება“ მოსახლეობას რამდენიმე თვის განმავლობაში ტყუილს ახვევს თავს, თითქოს ყველაფერი მელიაზე იყოს დამოკიდებული და მას საპატიმროს დატოვება გირაოს სანაცვლოს შეეძლო.

„ეს საერთოდ სასამართლო არ იყო, რაღაც უბედურება ხდებოდა! ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ეს ორთვიანი ტყუილი, რასაც საზოგადობას ურცხვად აჩეჩებს ბულბულაშვილის სახით პროკურატურა და მთელი „ქართული ოცნება“, რომ ღიაა კარი, ფაქტობრივად და გამოვიდეს, მის ხელშია გადასახადი გადაიხადოს გირაო, ყველაფერი ტყუილია და დღეს გამოჩნდა, რომ ეს უსირცხვილო, ოროსანი რომ თავჩაღუნული ზის, ისე იჯდა ბულბულაშვილი და სიტყვას ვერ აბავდა, იმიტომ, რომ იცის, რომ იტყუებოდა, იცის, რომ ამდენი ხანი იტყუებოდა. პირობა მოგვეცით, რომ გადაიხდის გირაოსო, რას ნიშნავს ეს სამართალი? სად წერია, რომელ კანონში წერია ასეთი რაღაცები ? ეს არარაობა მოსამართლე, პირდაპირ არარაობა – თვალახვეულმა თემიდამ გამოიხედა, დაინახა და შეაფურთხა, ისეთი სამარცხვინო რაღაცები აკეთა. უსირცხვილო სასამართლო იყო, არაფერი არ იყო, სასამართლოს არ ჰგავდა“- განაცხადა გიგი უგულავამ.

You may also like

Leave a Reply