გიორგი გახარიას გუნდმა პარლამენტში “ქართული ოცნება” დატოვა 

მე-10 მოწვევის პარლამენტის 6-მა დეპუტატმა “ქართული ოცნება” დატოვა. კერძოდ, მმართველ გუნდს გამოეყვნენ – გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ. აღნიშნულის შესახებ  თავად დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.

მათი თქმით, გადაწყვეტილება გიორგი გახარიასთან შეთანხმებით მიიღეს.

„თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი. ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები. გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები“ – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე