ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია, ხოლო მძევლები – გათავისუფლებულნი 

ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია, ხოლო მძევლები გათავისუფლებულები არიან – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მძევლები დაკითხვაზე პოლიციის შენობაში არიან გადაყვანილი

„სამართალდამცავი ორგანოების მიერ აქტიურად განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თავდამსხელი დაკავებულია, მძევლები გათავისუფლებული არიან. დაზიანება არავის მიუღია. ყველა მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილი იქნა პოლიციის შესაბამის დანაყოფში. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. მძევლების რაოდენობასა და სხვა დეტალებზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“ – განაცხადა სირაძემ.

You may also like

Leave a Reply

black on white - შავით თეთრზე