“მესამე ტალღა” მედიით შუქდება, საპროტესტო ტალღა – არა! ჩვენ გავაშუქოთ რეალობა! არა კოვიდტერორს!-ზვიად ტომარაძე

ავტორი შორენა პირველი
“არა კოვიდ ტერორს!”- ანალიტიკოსი ზვიად ტომარაძე მსოფლიოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისადმი სოლიდარობას გამოხატავს.
“მეგობრებო! ე.წ. “მესამე ტალღა” მედიით შუქდება, საპროტესტო ტალღა – არა! მოდი ჩვენ “გავაშუქოთ” რეალობა ფეისბუკში და მაქსიმალურად გავაზიაროთ ეს სტატუსი!
არა კოვიდ ტერორს!
პროტესტი ევროპაში კოვიდ შეზღუდვების წინააღმდეგ!
“პანდემიასთან” საბრძოლველად კვლავ დაწესებულ შეზღუდვებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები და მსვლელობები მოჰყვა. ამასთან, აღნიშნულ აქციებს თან სდევს პოლიციის მიერ ძალის გამოყენება და სპეცრაზმის მეშვეობით აქციის მონაწილეთა დაშლა. თუმცა, დღესდღეობით ქართული მედია არ აშუქებს აღნიშნული საპროტესტო ტალღის შესახებ ინფორმაციას. ამიტომ, ქვემოთ მოყვანილია ბოლო ერთი თვის განმავლობაში იმ საპროტესტო აქციათა არასრული ჩამონათვალი, რომლებიც გაიმართა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ:
1. იტალია, რომი, 12 აპრილს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებიც მთავრობისგან მოითხოვდნენ რეგულაციების გაუქმებასა და მუშაობის უფლებას. კერძოდ, იტალიაში მოქმედი შეზღუდვების მიხედვით, დაკეტილია ყველა კაფე-ბარი და რესტორანი და მოქმედებს მხოლოდ გატანის სერვისი. აღნიშნული აქცია მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებით დასრულდა.
2) ავსტრია, ვენა, 10-11 აპრილს 1500-მდე აქტივისტმა ავსტრიის დედაქალაქში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს და რამდენიმე მათგანი დააკავეს.
3) ფინეთი, ჰელსინკი, 12 აპრილს საპროტესტო აქცია გაიმართა ფინეთის დედაქალაქში, სადაც აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი მსვლელობით გააპროტესტეს დაწესებული რეგულაციები. პროტესტის ნიშნად, დემონსტრანტებს არ ეკეთათ პირბადეები და ასევე დემონსტრაციულად დაარღვიეს ღია სივრცეში შეკრებისთვის დაწესებული შეზღუდვა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ შემდეგ ფრაზას: „ მიეცით ხალხს ლაპარაკის უფლება“ (“Let the people speak”).
4) რუმინეთი, ბუქარესტი, 11 აპრილს რუმინეთის დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ კომედანტის საათსა და ახალ რეგულაცებს, რომელთა მიხედვითაც, შეიზღუდა სავაჭრო ობიექტების საქმიანობა. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ ასევე ვაქცინაციის წინააღმდეგ.
5) დანია, კოპენჰაგენი, 11 აპრილს გაიმართა აქცია, სადაც სხვა აქციების მსგავსად აქაც არსებულ რეგულაციებს აპროტესტებდნენ. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ ასევე ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით.
6) გერმანია, 20 მარტს ქალაქ კასელში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელშიც 20 000-მდე დემონსტრანტი მონაწილეობდა. პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებს არ ეკეთათ პირბადეები. აღნიშნული აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
7) სერბეთი, ბელგრადი, 20 მარტს სერბეთის ქალაქ ბელგრადში მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა კოვიდშეზღუდვების გასაპროტესტებლად.
8) დიდი ბრიტანეთი, ლონდონი, 20 მარტს გაიმართა საპროტესტო მსვლელობა დაწესებული ლოქდაუნის წინააღმდეგ, პოლიცია ძალის გამოყენებით დაშალა და 30–ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
9) შვეიცარია, ქალაქ ლიესტალში (Liestal) 20 მარტს გაიმართა 8000 კაციანი მდუმარე მსვლელობა, კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ, ბანერებზე ჰქონდათ შემდეგი წარწერები: “საკმარისია”, “ვაქცინა კლავს”. პოლიცია აქციის მსვლელობაში არ ჩარეულა.
10) ნიდერლანდები, ამსტერდამი, 20 მარტს 1000 კაციანი მიტინგი გაიმართა კოვიდშეზღუდვების გასაპროტესტებლად. პოლიციამ მიტინგი წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბია,”-აცხადებს ზვიად ტომარაძე.

You may also like

Leave a Reply